ფილმი ახალგაზრდა ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც უგულო დედამ ჯერ კიდევ ბავშვობაში მიატოვა ქუჩაში. კეთილმა ხალხმა კი ის შეიფარა და გაზარდა. თუმცა, ის უპატრონო, ობოლ, უსახელო ადამიანად დარჩა. კითხვაზე: „რა გქვია?" - ის პასუხობდა - „ღმერთმა უწყის". როგორ წარიმართა მისი ცხოვრება: პირველი ქურდობა, ციხე და პირველი წარუმატებელი სიყვარული...